ფეხბურთი

15:45 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა

იტალიური “მილანი” ახალი მმართველების ხელში პირველ ტრანსფერს ახორციელებს. “როსონერის” პირველი შენაძენი “ვილიარეალის” მცველი, 26 წლის მატეო პაბლო მუსაკიოა. არგენტინელში “მილანს” 18 მილიონის გადახდა მოუწევთ და ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

შეთანხმება ორ კლუბს შორის ფაქტობრივად უკვე მიღწეულია და მუსაკიო ოთხწლიან კონტრაქტს ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.

მატეო პაბლო მუსაკიომ კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო 2008-2009 წლების სეზონში, თუმცა შემდგომ ჯერ “ვილიარეალის” მეორე გუნდში გადაბარგდა, სადაც 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა, იმავე 2009-2010 წლების სეზონში კი პირველ გუნდშიც აღმოჩნდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, არგენტინელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.10906