ფეხბურთი

14:48 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “გულშემატკივრის ტაში ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეხვედრის შემდგომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი თამაშით კმაყოფილია, თუმცა ყველაზე სასიამოვნო მაყურებლის აპლოდისმენტებია.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ “რეალში” გადავლახე 400 გოლის ბარიერი. გულშემატკივარის ტაში? ეს ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქომაგებს. ვიცი, რომ მათი გახარება ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარო. “ატლეტიკო” კარგი გუნდია, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, უბრალოდ მათ ჩვენთან არ გაუმართლათ”, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ “ატლეტიკოსთან” მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიქით “რეალის” მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 400-მდე გაზარდა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მორიგი მიღწევებითაც შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119146