ფეხბურთი

20:20 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში ფეხბურთელი მსაჯის ნოკაუტში ჩაგდებისთვის მკაცრად დასაჯეს (+VIDEO)

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მარკო გონსალვეშს მსაჯის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების გამო 4 წლით და 5 თვით თამაში აუკრძალა.

პორტუგალიის რანგით მეოთხე დივიზიონში "კენალესის" ფეხბურთელმა "რიუ ტინტუს" მოთამაშეს სახეში ხელი გაარტყა, ამის გამო მსაჯმა ჟოზე როდრიგესმა წითელი ბარათი უჩვენა, რაზეც ფეხბურთელი გაბრაზდა და სახეში მუხლი ამოარტყა. არბიტრი ნოკაუტში ჩავარდა და მოედანზე საბოლოოდ სამართალდამცავები შევიდნენ.

ინციდენტის შემდეგ გონსალვეშმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ფეხბურთელმა მის დედას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და ამის გამო მდგომარეობიდან გამოვიდა. ასევე, მოთამაშემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსაჯზე ფიზიკური ძალის გამოყენება არ ახსოვს და ასეთი ფაქტის გამო ყველას ბოდიშს უხდის. მიუხედავად სინანულისა, სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117391