ფეხბურთი

14:45 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" "ლოკომოტივს" ბათუმში დაუხვდება

ბათუმის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" აღარ ითამაშებს. ლევან ხომერიკის გუნდი 5 მაისს თბილისის "ლოკომოტივს" ბათუმის სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე უმასპინძლებს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზეიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ქობულეთის სტადიონზე ხელოვნური საფარი ცუდ მდგომარეობაშია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩემპიონატში გაუთვალისწინებელი ტრავმები თავიდან ავირიდოთო.

რაც შეეხება ბათუმის ანგისას ბაზას, შეწყვეტილი მშენებლობა განახლდა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

ბათუმის "დინამოს" 9 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122146