ფეხბურთი

21:30 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირლო იტალიაში დაბრუნდება

“ნიუ-იორკ სიტის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო მწვრთნელობას აპირებს. ამის შესახებ 38 წლის ფეხბურთელმა Sportitalia-ს განუცხადა. თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, ჯერ კარიერის დასრულება გეგმაში არ აქვს.

“ვბრუნდები იტალიაში სამწვრთნელო საქმიანობის შესასწავლად. საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ, მაგამ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მომიწევს, რადგან ყოველთვის ვერ ითამაშებ. ამიტომ მომავალ საქმიანობაზე უნდა ვიფიქრო”, - თქვა პირლომ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა თავის მეგობარ დანიელე დე როსის რჩევაც მისცა:

“დანიელემ “რომა” უნდა დატოვოს. ის ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია ამიტომ ამერიკაში წასვლა ნაადრევია. ვფიქრობ, ევროპაში მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია”, - დაასრულა პირლომ.

ანდრეა პირლო აშშ-ში 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი, ევროპაში შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. უთამაშია “ბრეშაში”, “რეჯინაში”, “ინტერში”, “მილანსა” და “იუვენტუსში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108775