ფეხბურთი

23:30 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი “ატლეტიკოსთვის” 21 ფეხბურთელს ამზადებს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმ 21 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც “ატლეტიკოსთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

“ბლანკოსს” ტრავმების გამო გარეტ ბეილი და პეპე დააკლდებიან.

“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: რამოსი, ვარანი, ნაჩო, კარვახალი, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ისკო, კოვაჩიჩი, ასენსიო;
თავდამსხმელები: რონალდუ, ლ.ვაზკესი, ბენზემა, მორატა, მარიანო.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება სამშაბათს საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116874