ფეხბურთი

22:08 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის "ინტერი" ეპატიჟება

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ვიცე-კაპიტანი დანიელე დე როსი შესაძლოა „ინტერში“ ვიხილოთ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მილანური გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა 33 წლის ნახევარმცველს ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.

„ინტერის“ იმედი იმას უკავშირდება, რომ დე როსის „რომასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება, თუმცა მის განახლებაზე მხარეები ამ დრომდე არ არიან შეთანხმებულნი.

დანიელე დე როსი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდშ დებიუტი 2001 წელს ჰქონდა. ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად კი, 2003-2004 წლიდან ჩამოყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111106