ფეხბურთი

14:57 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” პიოლის დაემშვიდობება

მილანის “ინტერსა” და მის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის “სან-სიროზე” გამართულ დაპირისპირებაში გამარჯვება მისი უკანასკნელი იმედი იყო, თუმცა “ნერაძური” საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ეს ფაქტი ცხადად აჩენს, რომ იმის მიუხედავად თუ რომელ პოზიციაზე დაასრულებს გუნდი სეზონს, მწვრთნელი მაინც დატოვებს კლუბს.

დაძაბულობა იყო სტადიონზე. გულშემატკივრებს შემდეგი შინაარსის ბანერები ჰქონდათ: “ლიდერობა საბოლოოდ დავკარგეთ”, “ჩვენც გაგვაჩნია სიამაყე”, “ბოლომდე ბრძოლა ყოველთვის აუცილებელია”, “ყველაფრის მიუხედავად 60 000 გულშემატკივარი მხოლოდ პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას”.

ამ მატჩს პირველად ესწრებოდნენ “ინტერის” მმართველები, რომლებმაც თამაშამდე იტალიელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს, თუმცა მატჩის შემდგომ უკვე განაცხადეს, რომ ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

მილანური კლუბი ამჟამად ლონდონის “ჩელსის” თავკაცით არის დაინტერესებული, თუმცა ანტონიო კონტეს სხვა გუნდში გადასვლა ამჟამად ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე განიხილავენ დიეგო სიმეონეს კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლიმ “ინტერი” 2016 წლის ნოემბერში ჩაიბარა და ჩატარებული 22 მატჩიდან 12 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111628