კალათბურთი

12:03 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუტა” “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება, “ბოსტონის” პირველი გამარჯვება (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

1/4-ფინალური სერიის პირველ მატჩში “ბოსტონმა” შინ “ვაშინგტონს” 123:111 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც “კელტებმა” 36:16 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა აიზეა ტომასის ანგარიშზეა, რომელმაც 9 შედეგიანი პასიც გააკეთა. ბოსტონელთა ფორვარდ ალ ჰორფორდს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 21 ქულა 10 პასი 9 მოხსნა. “ვაშინგტონში” 20 ქულით და 16 პასით ჯონ უოლი გამოირჩა. მარჩინ გორტატს 16 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. სერიაში “ბოსტონი” 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “კლიპერსი” შინ “იუტასთან” 91:104 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. “ჯაზმენებმა” მეტოქე მეორე და მესამე პერიოდებში ჯამში 16 ქულით დაჯაბნეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ჰეივორდის ანგარიშზეა. 24 ქულით და 17 მოხსნით დეანდრე ჯორდანი გამოირჩა. 1/4-ფინალში “იუტა” ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.

“ბოსტონი” – “ვაშინგტონი” 123:111 (24:38, 35:26, 36:16, 28:31) VIDEO

“კლიპერსი” – “იუტა” 91:104 (24:24, 15:22, 24:33, 28:25) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.115223