ფეხბურთი

1:22 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგიმ სიტყვა შეასრულა - მილანური გრანდები წრეზე ტრიალებენ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIV ტურის შემდეგ ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად ცნობილია – “იუვენტუსი” “რომას” უკვე 9 ქულით უსწრებს და ყველა ხვდება, რომ დარჩენილ 4 ტურში “ბებერი ქალბატონი” აღნიშნულ უპირატესობას არ გაანიავებს. “იუვე” ზედიზედ მეექვსედ ხდება სკუდეტოს მფლობელი და ასეთი დომინანტი იტალიას არ ჰყოლია. აქამდე იყო შემთხვევები, როცა გუნდები მიჯრით ხუთჯერ იგებდნენ კალჩოს, მაგრამ ესეც შორეულ წარსულში.

“რომას” შეეძლო “იუვესთან” 6 ქულამდე შეემცირებინა სხვაობა, მაგრამ ვერ გამოყენა შანსი – რომაული დერბი წააგო და სკუდეტოს ოცნებასაც შეეშვა. “ლაციოს” თავკაცმა სიმონე ინძაგიმ თამაშამდე დაიქადნა “იუვენტუსს” ჩემპიონობაში ხელს შევუწყობთო და სიტყვა შეასრულა – “ლაციომ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა, გამარჯვებაც ლოგიკური და დამსახურებული იყო. ბრწყინვალედ გაისარჯა კეიტა ბალდე, რომელმაც მასპინძელ მცველებს სისხლი გაუშრო – სენეგალელი გახდა რობერტო მანჩინის შემდეგ “ლაციალეს” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც “დერბი დელა კაპიტალეში” დუბლი შეასრულა. მანჩინიმ ამის გაკეთება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1998 წელს მოახერხა. ერთი გოლი დუშან ბასტამ შეაგდო, რომელსაც ბოლოს სწორედ “რომას” კარი აეღო, ოღონდ 2014 წელს, როცა ჯერ კიდევ “უდინეზეში” ირჯებოდა. “რომამ” კი, საშინლად ითამაშა – ერთადერთი გოლი გაიტანა და რომ არა, დანიელე ორსატო, ამასაც ვერ გააკეთებდა. კევინ სტროტმანის სიმულაციას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მსაჯი შეცდა და პენალტი დანიშნა. აქვე გეტყვით, რომ “ლაციომ” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 2012 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა მოძულე მეტოქე. “ლაციომ” მეოთხე ადგილი და შესაბამისად ევროპა ლიგაზე გასვლის საკითხი ძალზე გაიმყარა, ხოლო “რომა” ჩემპიონობას ვიღა ჩივის და მეორე პოზიციის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშეა – “ნაპოლი” კუდზეა, სხვაობა ერთადერთი ქულაა.

ის “ნაპოლი”, რომელმაც ტურის დასკვნით მატჩში “ინტერი” დაამარცხა – “ჯუზეპე მეაცაზე” გამართული მატჩის ბედი ხოსე კალეხონის კინკილა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა. სტეფანო პიოლის გუნდმა კი, ვერაფერი შეცვალა და მორიგი უსახური, უსუსური და კატასტროფული თამაში აჩვენა. “ინტერი” უკვე ლამის ორ თვეა გამარჯვებას ვერ ახერხებს. ევროზონა კი, უკვე არარეალური ხდება.

არავინ იცის, რომელი უფრო გასაჭირშია – “ინტერი” თუ “მილანი” – ფაქტია, ვერცერთი მათგანი ვერ გამოდის ისე, როგორც ეკადრებათ. ერთი ეგაა, “როსონერის” სამი ქულით მეტი აქვს და ევროპა ლიგის ზონის ფსკერზეა როგორღაც ახერხებს ადგილის შენარჩუნებას. ვინჩენცო მონტელას გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ “კროტონეს” ეწვია და წაგებასთან ახლოს იყო – ტროტამ სტუმრებს გამარჯობის თქმა არ დააცადა, ანგარიში რომ გახსნა. “მილანმა” მეორე ტაიმში გათანაბრება მოახერხა და ეგ იყო და ეგ... “კროტონე” თავის მხრივ არაფრის დიდებით არ ნებდება და აგერ უკვე ხუთი თამაშია არ წაუგია. სამშვიდობო ზონასთან კი სხვაობა 4 ქულაა.

იქ თავის მხრივ, “ემპოლია” – ლევან მჭედლიძის გარეშე ტოსკანელებმა სახლში “სასუოლოსთან” უშანსოდ წააგო – 1:3. სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “პალერმოს” მოულოდნელი გამარჯვება “ფიორენტინასთან” (2:0) და “ბოლონიას” ფეერიული თამაში “უდინეზესთან” (4:0)

“რომა” – “ლაციო” 1:3 (1:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 50 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო (პეროტი 64), ემერსონი; სტროტმანი, დე როსი (ტოტი 73), ნაინგოლანი; სალაჰი, ჯეკო, ელ შაარავი (ბრუნო პერესი 46)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი (ჰუდტი 74), უოლასი; ბასტა, პაროლო, ბილია, ლულიჩი, ლუკაკუ (ფელიპე ანდერსონი 43); მილინკოვიჩ-სავიჩი; კეიტა (ჯორჯევიჩი 88)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 კეიტა (12), 1:1 დე როსი (45, პენ), 1:2 ბასტა (50), 1:3 კეიტა (85)

გაფრთხილება: ბილია (45), ჰუდტი (81), კეიტა (87), პაროლო (90)

გაძევება: რუდიგერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (6) – 10 (8) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 0:6

მსაჯი: დანიელე ორსატო

“კალიარი” – “პესკარა” 1:0 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 11 125

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; პისაჩენე, სალამონი, ბრუნო ალვეში, მურუ; იონიტა (ფარაგო 58), ტაკჩიდისი, ბარელა (პადოინი 77); ჟოაო პედრო; ბორიელო, ფარიასი (საუ 65)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“პესკარა” (4-3-3): ფიორილო; ძამპანო, ბოვო, ფორნასიერი, მილიჩევიჩი (კრეშენცი 90); კულიბალი (ბრუგმანი 72), მუნტარი, მემუშაი; ბენალი (კასტანოსი 72), ჩერი, კაპრარი

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლი: 1:0 ჟოაო პედრო (23, პენ)

გაფრთხილება: ბრუნო ალვეში (64) – ფორნასიერი (22), მილიჩევიჩი (44), კასტანოსი (83), მუნტარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 13 (10) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანიელე მინელი

“კროტონე” – “მილანი” 1:1 (1:0) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 7 000

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი (დიუსენე 70), ფერარი, მარტელა; როდენი (კაპეცი 80), ბარბერისი, კრისეტიჯი, ნალინი (სტოიანი 54); ტროტა, ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, პალეტა, ვანგიონი (გომესი 90); კუცკა, ლოკატელი, მატი ფერნანდესი (ოკამპოსი 78); სუსო, ლაპადულა, დეულოფეუ (ბაკა 86)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ტროტა (8), 1:1 პალეტა (50)

გაფრთხილება: ფერარი (20), კრისეტიჯი (26), ფალჩინელი (90) – კუცკა (24, 90), დეულოფეუ (43)

გაძევება: კუცკა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:11 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ემპოლი” – “სასუოლო” 1:3 (1:2)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ძამბელი 88), ბელუსკი, ბარბა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, ტელო (დიმარკო 79); ელ კადური; ტიამი (მაკარონე 64), პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; აჯიაპონგი, ლეტშერტი (კანავარო 75), აჩერბი, პელუზო; სენსი, აკვილანი, დანკანი (ლიროლა 79); ბერარდი, მატრი, რიჩი (პოლიტანო 75)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 პელუზო (20), 1:1 პუჩარელი (24, პენ), 1:2 მატრი (34), 1:3 დანკანი (57)

გაფრთხილება: დიუსე (65), მაკარონე (81) – დანკანი (8), ლეტშერტი (52), სენსი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 11 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ჯენოა” – “კიევო” 1:2 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-2-1): ლამანა; მუნიოსი (პელეგრი 87), ბურდისო, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი (ჰილიემარკი 77), რიგონი, ველოზუ, ლაქსალტი; პანდევი (ნინკოვიჩი 87), პალადინო; სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“კიევო” (4-1-3-2): სორენტინო; დეპაოლი, დაინელი (სპოლი 19), ცეზარი, გობი; რადოვანოვიჩი; იცკო, კასტრო, ბასტიენი; ინგლეზე (პელისიერი 66), ბირსა (დე გუზმანი 82)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 პანდევი (43), 1:1 ბასტიენი (60), 1:2 ბირსა (70)

გაფრთხილება: ლაქსალტი (83) – რადოვანოვიჩი (68), გობი (68), დეპაოლი (80, 90)

გაძევება: დეპაოლი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (1) – 5 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“პალერმო” – “ფიორენტინა” 2:0 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 10 327

“პალერმო” (3-5-2): ფულინატი; ჩიონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი (გონსალესი 68); რისპოლი, იაიალო, გაცი, ჩოჩევი, ალეესამი; დიამანტი (ბრუნო ენრიკე 90), ნესტოროვსკი (სალაი 82)

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სალსედო (საპონარა 57), სანჩესი, ასტორი; ტელო, ვესინო, ბადელი, მილიკი (კიეზა 38); ილიჩიჩი (მლაკარი 70), ბორხა ვალერო; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 დიამანტი (32), 2:0 ალეესამი (90)

გაფრთხილება: ნესტოროვსკი (20), დიამანტი (55) – სალსედო (31), ასტორი (63, 87), ბადელი (87)

გაძევება: ასტორი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 11 (4) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 1:10 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ბოლონია” – “უდინეზე” 4:0 (2:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 21 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბაიე, გასტალდელო (ოიკონომუ 87), მაიეტა, ტოროსიდისი (კრაფტი 52); დონსა, ვივიანი (პეტკოვიჩი 75), ტაიდერი; ვერდი, დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“უდინეზე” (4-4-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ანგელა, ფელიპე; დე პაული (პერიცა 46), ბადუ, ჰალფრედსონი, იანკტო (მატოსი 46); ძაპატა, ტერო (კუმსი 60)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 დესტრო (2), 2:0 ტაიდერი (45), 3:0 დესტრო (59), 4:0 დანილო (68, ა.გ)

გაფრთხილება: ვივიანი (26) – ჰალფრედსონი (20), ძაპატა (36), დანილო (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 8 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ინტერი” – “ნაპოლი” 0:1 (0:1) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 46 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, მურილო (ანდრეოლი 77), ნაგატომო; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; კანდრევა, ჟოაო მარიო (პერიშიჩი 60), ედერი (ბანეგა 73); იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (როგი 63), დიავარა, ჰამშიკი (ალანი 72); კალეხონი, მერტენსი (მილიკი 81), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 კალეხონი (43)

გაფრთხილება: მურილო (52), ბროჟოვიჩი (56) – კულიბალი (65), როგი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 8:4

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 25 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 25, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 24, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 23, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 22, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 20.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.284837