ფეხბურთი

23:30 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლიდერებმა იმარჯვეს, მანჩესტერელებმა ქულები დაკარგეს

პრემიერლიგის 35-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს “ლივერპულის” გარდა, ყველა მოწინავე კლუბმა ითამაშა. გათამაშების ლიდერი ლონდონის “ჩელსი” გასვლაზე “ევერტონს” დაუპირისპირდა და მათი გატეხვა უკანასკნელ 25 წუთში მოახერხა.

ანგარიში 66-ე წუთზე პედრო როდრიგესმა შესანიშნავი შორეული გასროლით გახსნა, 79-ე წუთზე გარი კეჰილმა ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა, ხოლო 86-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა ვილიანს გაატანინა – 0:3.

ტურის ცენტრალურ მატჩში მე-2 ადგილოსანმა “ტოტენჰემმა” შინ პრინციპული მეტოქე “არსენალი” დაამარცხა და “ჩელსის” კვლავ 4 ქულით ჩამორჩება. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მასპინძლები 55-ე წუთზე დელე ალიმ დააწინაურა, რომელმაც მეტოქის დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო სამ წუთში ჰარი კეინმა პენალტი შეასრულა ზუსტად და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ასახა – 2:0.

“ლივერპულის” ბედად, ვერ მოიგო ვერც ერთმა მანჩესტერულმა კლუბმა და ახლა ყველაფერი მერსისაიდულ კლუბზე დამოკიდებული: თუ იურგენ კლოპის შეგირდები დარჩენილ მატჩებს მოიგებენ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავლენ.

მთელი რიგი ძირითადი შემადგენლობის წევრების გარეშე მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე გასავარდნ ზონაში მყოფ “სუონსის” დაუხვდა და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა. მასპინძლები უეინ რუნის პენალტით იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის ბოლოსკენ გილფი სიგურდსონმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა – 1:1.

“რივერსაიდ სთედიუმზე” “მიდლსბრომ” “მანჩესტერ სიტი” მიიღო, შედეგიანი ფრე ეთამაშა და ამ შედეგით ორივე კლუბი უკმაყოფილო დარჩა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “ბორო” მე-17 ადგილოსან “ჰალს” 6 ქულით ჩამორჩება და ფაქტობრივად განწირულია, ხოლო მე-4 ადგილოსანი “სიტი” თანაქალაქელ “იუნაიტედს” მხოლოდ ქულით უსწრებს და მათთვის თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი 1:1 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი (დარმიანი 61), ბლინდი, იანგი, შოუ (ა.ვალენსია 9), კერიკი, ერერა, რუნი (მხიტარიანი 80), ლინგარდი, მარსიალი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი, ნოუტონი, ბრიტონი (მონტერო 65), კი (ფერი 61), ტ.კეროლი, ჯ.აიუ, სიგურდსონი, ლორენტე.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 1:0 რუნი (45+3 პენ.), 1:1 სიგურდსონი (79)
გაფრთხილებები: მარსიალი, ლინგარდი – ბრიტონი, ფ.ფერნანდესი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ევერტონი – ჩელსი 0:3 (0:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, უილიამსი, იაგიელკა, ბეინსი, ჰოლგეიტი, ტ.დევისი, გაიე, ბარკლი, ე.ვალენსია (კონე 72), კალვერტ-ლევინი (მირალაში 72), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, აზპილიკუეტა, კეჰილი, ლუისი (აკე 82), კანტე, მატიჩი, მოზესი, ალონსო, პედრო (ფაბრეგასი 82), აზარი (ვილიანი 85), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 პედრო (66), 0:2 კეჰილი (79), 0:3 ვილიანი (86)
გაფრთხილებები: კალვერტ-ლევინი, ე.ვალენსია, გაიე – კეჰილი, აზპილიკუეტა, კოშტა, აზარი
მსაჯი:
ჯონათან მოსი

მიდლსბრო – მანჩესტერ სიტი 2:2 (1:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): გუზანი, გიბსონი, ჩემბერსი, ფაბიო, ფრენდი, კლეიტონი, ფორშოუ, დე როონი, დაუნინგი, სტუანი (ტრაორე 73), ნეგრედო (ჟესტედი 82).
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

მანჩესტერ სიტი (3-4-1-2): კაბალიერო, ოტამენდი, კომპანი, კოლაროვი, ფერნანდინიო, ა.გარსია (სანე 49), კლიში (სტერლინგი 50), ნავასი, დე ბრუინი, ჟეზუსი, აგუერო (ნოლიტო 92).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ნეგრედო (38), 1:1 აგუერო (69 პენ.), 2:1 ჩემბერსი (77), 2:2 ჟეზუსი (85)
გაფრთხილებები: სტუანი, ფორშოუ, ფაბიო, დე როონი – კომპანი, სანე, ოტამენდი, სტერლინგი
მსაჯი:
კევინ ფრენდი

ტოტენჰემი – არსენალი 2:0 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, ტრიპიერი (უოლკერი 88), დაიერი, ვანიამა, ალი (სისოკო 91), ერიკსენი, სონი (დემბელე 79), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოშელნი, მონრეალი, პაულისტა (ბელერინი 75), ჯაკა (უელბეკი 65), რემსი, ჩემბერლენი, გიბსი, ოზილი, სანჩესი, ჟირუ (უოლკოტი 81).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 კეინი (58 პენ.)
გაფრთხილებები: კეინი – პაულისტა, ჟირუ, მონრეალი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.112879