ფეხბურთი

18:55 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" მცველი დაუშავდა

იტალიის ჩემპიონ ტურინის „იუვენტუსი“ დანიელე რუგანი გამოაკლდა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის მცველს დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მას მარჯვენა მუხლზე დაზიანება აღენიშნება.

ამ მიზეზით კი, რუგანი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. იმედისმომცემი ფეხბურთელი ტურინელთა ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მიიჩნევა, მაგრამ სათამაშო დროს მასიმილიანო ალეგრი ხშირად უთმობდა.

რუგანიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11203