ფეხბურთი

23:02 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

Mia5anMia - "ბაიერნი" ჩემპიონია (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონია – “რეკორდმაისტერმა” ისტორიაში 27-ედ მოიგო “ვერცხლის სინი” და მათ შორის, ზედიზედ მეხუთედ. აგერ უკვე ხუთი წელია გერმანიაში “ბაიერნის” ჰეგემონიას ვერავინ ამხობს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ “ლაიპციგი” მიუნხენურ გიგანტს უკვე 10 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, საჩემპიონო რბოლა დასრულდა – კარლო ანჩელოტის გუნდმა “ვერცხლის სინი” და ჩემპიონობა ჩემპიონური თამაშით გაიფორმა. ვოლფსბურგში ადგილობრივ გუნდთან ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა და სეზონი ფეერიულ ნოტაზე დაასრულა. ეს ერთადერთი ტიტულია, რომელსაც მიმდინარე სეზონში “ბაიერნი” შეწვდა. სხვათა შორის, ამ გამარჯვებით წერტილი დაესვა “რეკორდმაისტერის” 5 მატჩიანი მოუგებელ სერიას. აქვე გეტყვით, რომ ასეთი ხანგრძლივი წარუმატებელი სერია “ბაიერნს” ბოლოს 2000 წელს ჰქონდა. აქედან გამომიდინარე მიუხედავად ჩემპიონის ტიტულისა, კარლო ანჩელოტის კრიტიკოსები არ აკლია. და მაინც, ეს ახლო მომავლის სასაუბრო თემაა, იქამდე კი, მისი გუნდი ჩემპიონია. თავის მხრივ, იტალიელზეც ვთქვათ, რომელმაც შეძლო და 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოახერხა ჩემპიონობა – იტალია, ინგლისი, საფრანგეთი და ახლა უკვე გერმანია. “ვოლკსვაგენ არენაზე” დუბლი გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისი გუნდის მსგავსად თავადაც გალიდერდა, ოღონდ ბომბარდირთა დავაში.

“ბაიერნი” დღეს “ვერცხლის სინს” ვერ გაინაღდებდა, რომ არა, “ლაიპციგის” ცუდი თამაში. რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა სახლში გასავარდნად განწირულ “ინგოლშტადტს” ვერაფერი დააკლო და სახლში ნულოვან ფრეს დასჯერდა. ასე და ამრიგად, გერმანიის ჩემპიონი “ბაიერნია”.

რაც შეეხება სხვა მატჩებს – “დორტმუნდმა” ისევ უფერულად იასპარეზა. “ბორუსია” სახლში “კიოლნთან” ბერვს ეცადა გოლის გატანას, მაგრამ ვერ შეძლო და მეტოქეს სახლში ქულა გაატანა. სამაგიეროდ, დიდებულ ასპარეზობას განაგრძობს ბრემენის “ვერდერი” – ალექსანდრ ნურის შეგირდებმა ბერლინის “ჰერტასთან” შინ დამაჯერებლად იმარჯვეს. “ბრემენელ მუსიკოსებს” უკვე 13 მატჩია არ წაუგიათ და მეექვსე ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ “ვერდერი” ევროპა ლიგის ზონაშია და სასწაულის მოხდენამდე მცირედი აკლია. მოგეხსენებათ, “ვერდერი” პირველი წრის მერე გავარდნის რეალური კანდიდატი გახლდათ.

სამაგიეროდ, ევროზონიდან ამოვარდა “ფრაიბურგი”, რომელმაც “დარმშტადთან” საშინლად ითამაშა და 0:3 განადგურდა. თავის მხრივ, ტორსტენ ფრინგსის გუნდმა მესამე თამაში მოიგო ზედიზედ და ხავსს ისევ ებღაუჭება, მაგრამ კარგი იქნებოდა, გონს გაცილებით ადრე მოსულიყო. ახლა კი, დიდი ალბათობით, ძალზე გვიანია. დღევანდელი დღის სათამაშო დღის კიდევ ერთ მატჩში “გლადბახმა” გასვლაზე “მაინცი” დაჯაბნა, თუმცა ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია.

“დორტმუნდი” – “კიოლნი” 0:0 (0:0) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 360

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; დურმი, სოკრატისი (პიშჩეკი 74), გინტერი, შმელცერი; კაგავა (გუერეირო 66), ვეიგლი, კასტრო; პულიშიჩი, ობამეიანგი, როისი (დემბელე 66)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“კიოლნი” (4-3-2-1): ჰორნი; კლონტერი, სორენსენი, სუბოტიჩი, ჰეინტცი; ჯოჯიჩი (ოზჩანი 80), ლემანი, ჰექტორი; რუდნევსი (ცოლერი 55), ბიტენკური (ჰოგერი 71)

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

გაფრთხილება: დურმი (9), კასტრო (84) – ბიტენკური (39), კლონტერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 6:5

მსაჯი: ტობიას შტილერი

“დარმშტადტი” – “ფრაიბურგი” 3:0 (2:0) VIDEO

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 17 400

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; სირიგუ (სტეინჰოფლერი 63), ბანგაარდი, სულუ, ჰოლანდი; კამავუაკა, ალტინტოპი; ჰელერი, გონდორფი (როზენტალი 80), ვრანჩიჩი; პლატე (შიპლოკი 55)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; იგნიოვსკი, სიონჩუ (გოლდე 46), კემპფი, გუნტერი; ბულუტი (ფილიპი 53), ჰოფლერი, ფრანტცი, ჰაბერერი (შტენცელი 62); პეტერსენი, ნიდერლეჩნერი

მწვრთნელი: კრისტიან შტრეიხი

გოლები: 1:0 პლატე (22), 2:0 გონდორფი (45), 3:0 შიპლოკი (65)

გაფრთხილება: გონდორფი (25), ბანგაარდი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ბენჟამინ კორტუსი

“მაინცი” – “გლადბახი” 1:2 (0:1) VIDEO

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 34 000

“მაინცი” (4-2-3-1): ჰუტი; დონატი, ბელი, ჰეკი, ბროზინსკი; ფრაი, ლატცა (სილვა 50); ონისივო (დე ბლასისი 73), ბოიანი, ქუაისონი (კორდობა 62); მუტო

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი, შულცი; ჰერმანი (ტრაორე 82), დაუდი, ბენესი (სტრობლი 77), ჰოფმანი; ჰანი, სტინდლი (სოუ 90)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 სტინდლი (31), 0:2 შულცი (46), 1:2 მუტო (89)

გაფრთხილება: მუტო (66) – ელვედი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 13 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: საშა შტეგერმანი

“ლაიპციგი” – “ინგოლშტადტი” 0:0 (0:0) VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 41 053

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ბერნარდო (ბურკი 88), უპენეცანო, ილსანკერი, ჰალსტენბერგი (შმიტცი 72); კეიტა, დემე; ზაბიცერი, ფორსბერგი; პოულსენი, ვერნერი (სელკე 67)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“ინგოლშტადტი” (3-4-2-1): ჰანსენი; მატიპი, როგერი, ტისერანდი; ჰადერგიონაი, კოენი, მორალესი, სუტნერი; ლეცკიე (ლექსი 37), კიტელი (იუნგი 75); ლეზჩანო (კრისტიანსენი 88)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გაფრთხილება: უპენეცანო (18), ილსანკერი (26), პოულსენი (59) – ლეზჩანო (28), როგერი (43), ტისერანდი (48), მორალესი (59, 86), ლექსი (64)

გაძევება: მორალესი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 6 (0) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ვერდერი” – “ჰერტა” 2:0 (2:0) VIDEO

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (3-5-2): ვიედვალდი; ველიკოვიჩი, სანე, მოისანდერი; გებრე სელასიე, გრილიტში (დელანი 46), ეგეშტეინი (ბარგფრედე 73), იუნუზოვიჩი, ბაუერი; ბარტლესი (გნაბრი 77), კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი (ბაკი 86), ლანგკამპი, ტორუნარიგა, მიტელშტადტი; სკიელბერგი (დუდა 62), ალანი; ეშვეინი (ჰარაგუჩი 73), დარიდა, კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0 ბარტლესი (9), 2:0 კრუსე (15)

გაფრთხილება: მოისანდერი (23) – მიტელშტადტი (28)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 10 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პატრიკ იტრიხი

“ვოლფსბურგი” – “ბაიერნი” 0:6 (0:3) VIDEO

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 30 000

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ბლაშჩიკოვსკი (ვიეირინია 46), კნოხე, როდრიგესი (სეგუინი 67), ჰორნი; ბაზური, ლუის გუსტავო; დიდავი (ნტეპი 79), არნოლდი, გერჰადტი; გომესი

მწვრთნელი: ანდრიას იონკერი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; ლამი (რაფინია 71), ხავი მარტინესი, ჰუმელსი (ბერნატი 68), ალაბა; კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (რენატუ სანჩესი 75); რობენი, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ალაბა (19), 0:2 ლევანდოვსკი (36), 0:3 ლევანდოვსკი (45), 0:4 რობენი (66), 0:5 მიულერი (80), 0:6 კიმიხი (85)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (19, 78)

გაძევება: ლუის გუსტავო (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 17 (9) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

ბომბარდირები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 28 გოლი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 27, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 23, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 17.

თეგებიბუნდესლიგა
0.125411