ფეხბურთი

17:13 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თასის წილისყრა: ნახევარფინალში მინიმუმ ერთი მესამელიგელი იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. როგორც აქამდე, ეტაპი ამჯერადაც ერთმატჩიანი იქნება.

როგორც იცით, რვა გუნდს შორის სამნი მესამე ლიგის წარმომადგენლები არიან: "იმერეთი", "ნორჩი დინამო" და "შევარდენი 1906". ერთი მათგანი უეჭველად გავა ნახევარფინალში, რადგან ერთ-ერთი წყვილი მათ შეადგინეს.

შევარდენი 1906 (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი)

ჩიხურა (საჩხერე) - დილა (გორი)

იმერეთი (ხონი) - ნორჩი დინამო (თბილისი)

რუსთავი - დინამო (თბილისი)

0.11581