ჭიდაობა

15:28 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონები იჭიდავებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატის განაცხადი შეავსო. კონტინენტის პირველობა 2-5 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება და ქართული გუნდი ხალიჩაზე ტრადიციულად სრული შემადგენლობით გავა.

იანტბელიძემ არჩევანი საქართველოს ჩემპიონებზე შეაჩერა.

ქართული დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და გენო პეტრიაშვილიც (125 კგ) ჩაებმებიან.

ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – 2 მაისს საპრიზო სამეულები 57 და 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში შეივსება. 3 მაისს – 65 და 97 კილოგრამებში, 4 მაისს – 61 და 74 კილოგრამებში, ხოლო 5 მაისს – 70 და 125 კილოგრამებში.

საქართველოს ნაკრები წინასაჩემპიონატო დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის, სერბეთში კი 30 აპრილს გაემგზავრება.

6-7 მაისს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები უკვე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ბექა როყვა ევროშემადგენლობას უახლოეს დღეებში დაასახელებს. დიდი ალბათობით, არჩევანს ისიც საქართველოს ჩემპიონებზე შეაჩერებს.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

57 კგ - ოთარ გოგავა

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

70 კგ - დავით ტლაშაძე

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე

84 კგ - დავით მარსაგიშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113976