ჩოგბურთი

13:28 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი, გერმანელი ანგელიკ კერბერი შტუტგარტის ტურნირის 1/8-ფინალში ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან 2:6, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში მლადენოვიჩმა ორი ბრეიკი შეასრულა, მეორე პარტიაში კი, ფრანგმა 6:5-ზე კიდევ ერთხელ აართვა მეტოქეს მოწოდება და გადამწყვეტი ბრეიკის შესრულებით მატჩი მოიგო. მლადენოვიჩის მომდევნო მეტოქე კარლა სუარეს ნავარო იქნება.

შტუტგარტის ტურნირის საპრიზო ფონდი 710 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116913