ჩოგბურთი

13:58 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი და მარი მეოთხედფინალში გავიდნენ

ბარსელონის ტურნირის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა კევინ ანდერსონი მარტივად - 6:3, 6:4 დაამარცხა. რაფამ ორივე სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, ხოლო ანდერსონს არც ერთი ბრეიკი-პოინტი არ ჰქონია. ესპანელი მეოთხედფინალში კორეელ ჩანგს შეხვდება. თამაში 28 აპრილს თბილისის დროით 17:30 საათზეა დანიშნული.

ენდი მარიმ 1/8-ფინალში ფელისიანო ლოპესს 6:4, 6:4 აჯობა. ენდი 1/4-ფინალში ალბერტ რამოს-ვინიოლასს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ბრიტანელს 1-0 ამარცხებს. მატჩის დასაწყისი 28 აპრილს თბილისის დროით 16 საათზეა ჩანიშნული.

ბარსელონის ტურნირის საპრიზო ფონდი 2.3 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109466