საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელია შესაძლოა ნბა-ში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას basquetplus.com-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შენგელია ესპანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში ნბა-ში დაბრუნებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს შენგელია დრაფტზე 54-ე ნომრად “ფილადელფიამ” აირჩია, საიდანაც თოკო “ბრუკლინში” აღმოჩნდა, შემდეგ იყო “ჩიკაგო ბულზი”.
შენგელიას ნბა-ში სულ 45 მატჩი აქვს ჩატარებული, ის საშუალოდ 5,5 წუთს თამაშობდა და 1,3 ქულას აგროვებდა.