ფეხბურთი

21:25 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1: ემერი, ჟარდიმი, ფავრი და გურვენეკი საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძოლებენ

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანებამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის პრეტენდენტები დაასახელა. საუკეთესო თავკაცის წოდებისთვის უნაი ემერი (პსჟ), ლეონარდუ ჟარდიმი ("მონაკო"), ლუსიენ ფავრი ("ნიცა") და ჟოსლენ გურვენეკი ("ბორდო") იბრძოლებენ.

მიმდინარე სეზონში ჟარდიმის გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო ემერის გაწვრთნილი შეგირდები "მონაკოს" მცირედით ჩამორჩებიან. ფავრის "ნიცამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო "ბორდო" ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112512