ფეხბურთი

19:20 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ბაიერნმა” კომანი გამოისყიდა

მიუნხენის “ბაიერნმა” ფრანგი ნახევარმცველი კინგსლი კომანი ტურინის “იუვენტუსიდან” გამოისყიდა. ამის შესახებ გერმანული გიგანტის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. კომანის სანაცვლოდ “ბაიერნმა” 21 მილიონი ევრო გაიღო და ფეხბურთელს კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ზემოხსენებულ თანხას ის 7 მილიონიც ემატება, რომელიც 2015 წელს “რეკორდმაისტერმა” ორწლიანი იჯარის გამო გადაიხადა.

“კომანი ჩვენი გუნდის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი სატრანსფერო უფლებები გამოგვესყიდა”, - აღნიშნა რუმენიგემ.

კინგსლი კომანი “ბაიერნში” განათხოვრების წესით 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. დღემდე მან მიუნხენურ გრანდში 58 თამაში ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.

0.127943