თამაშგარე

14:48 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთში და სექსში მივბაძოთ ისლანდიელებს!

თუ გახსოვთ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ გასულ ზაფხულს საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის საფეხბურთო ნაკრების წარმატებამ ერთი ციცქნა ისლანდიის კუნძულოვან სახელმწიფოს მრავალი სიკეთე მოუტანა და მათ შორის ბევრისდა გასაკვირად ეს სიკეთე დემოგრაფიული ხასიათისაც იყო.

ისლანდიაში სწორედ ევროპის ჩემპიონატის დროს ჩაისახა ამ ქვეყნისათვის სარეკორდო რაოდენობის ბავშვი და ისინი სწორედ ამ გაზაფხულს მოევლინნენ სამყაროს. როგორც ჩანს, ჩემპიონატზე წარმატებამ ისლანდიელ ერს მომავლის იმედი და სიმხნევე შესძინა და ეს ყველაფერი სექსში განხორციელდა.

ეს ამბავი თავიდან ბევრს მოგონილი ეგონა და ისლანდიის გასაპიარებელ ტრიუკად თვლიდა, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგადად თუკი ქვეყანა რაიმე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში დიდ წარატებას აღწევს – იმ სახელმწიფოში ბავშვების მატება ჩვეულებრივი ამბავია. ერთი საქართველოს არ ეშველა არაფერი...

0.115815