ფეხბურთი

13:55 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ედინ ჯეკოს გადაბირებას შეეცდება

იტალიური “მილანი” 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის – ედინ ჯეკოს შეძენას 35 მილიონად შეეცდება. მოთამაშით “მილანი” ჯერ კიდევ 2012 წელს იყო დაინტერესებული, როდესაც “როსონერი” ინძაგიმ დატოვა და ჯეკოს მის შემცვლელად მოიაზრებდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინელი ინვესტორები გუნდიდან ბაკას და ლაპადულას გაშვებას აპირებენ, თუ “რომა” ჯეკოს გაყიდვას მოინდომებს, “მილანი” 2 ფეხბურთელს სწორედ მისით ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკოს “რომასთან” 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი, მიუხედავად ცუდი სტარტისა, დღეს ბოსნიელი რომაელთაგან ყველაზე უხვგოლიანობით გამირჩევა.

.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136422