ფეხბურთი

2:18 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემი” არ ნებდება

პრემიერლიგის 28-ე ტურის გამოტოვებული სამი შეხვედრა გუშინ გაიმართა, ხოლო დღეს “ოლდ ტრაფორდზე” მანჩესტერული დერბი შედგება, სადაც ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

მე-2 ადგილოსანი “ტოტენჰემი” გასვლაზე თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა და “არწივების” გატეხვა ბოლოსკენ მოახერხა. ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა გაიტანა, რომელმაც ჰენესის დაახლოებით 30 მეტრიდან შორეულ კუთხეში შეუგდო – 0:1. “დეზებს” 74 ქულა აქვთ და “ჩელსის” 4 ქულით ჩამორჩებიან.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა “არსენალმა” და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. "მეთოფეები” შინ “ლესტერს” დაუხვდნენ და “ტოტენჰემის” მსგავსად, მეტოქის გატეხვა მატჩის მიწურულს მოახერხეს: ერთადერთი ბურთი 86-ე წუთზე გავიდა, ნაჩო მონრეალის დარტყმას რობერტ ჰუტმა ცუდად შეუცვალა მიმართულება და ბურთი კასპერ შმეიხელის კარში აღმოჩნდა – 1:0.

დღის მესამე შეხვედრა გათამაშების აუტსაიდერებს შორის შედგა და “მიდლსბრომ” საკუთარ მოედანზე დე როონის გოლით “სანდერლენდს” აჯობა. დიდი შანსია, რომ “შავმა კატებმა” მომდევნო ტურში ოფიციალურად გაიფორმონ ჩემპიონშიფის საგზური. “მიდლსბრო” მე-17 ადგილოსან “ჰალს” 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა “ბოროს” კალენდრის გათვალისწინებით (“სიტი” და “საუთჰემპტონი” – შინ, “ჩელსი” და “ლივერპული” – გასვლა), ფაქტობრივად განწირულები არიან.

არსენალი – ლესტერი 1:0 (0:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოშელნი, პაულისტა, მონრეალი, კოკლენი (რემსი 75), ჯაკა, გიბსი (უელბეკი 68), ბელერინი, უოლკოტი (ჟირუ 75), ოზილი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი (დ.გრეი 90), ჰუტი, სიმპსონი, ფუქსი, ნდიდი, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ვარდი, ულოა (ოკაზაკი 70).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლი: ჰუტი (86 ს.კ.)
გაფრთხილებები: ჯაკა, სანჩესი – სიმპსონი, ფუქსი, ბენალუანი, ჰუტი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

მიდლსბრო – სანდერლენდი 1:0 (1:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): გუზანი, აიალა (ფაბიო 54), ბ.გიბსონი, ჩემბერსი, ფრენდი, კლეიტონი, ფორშოუ, დე როონი, დაუნინგი, სტუანი, ნეგრედო (ჟესტედი 76).
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, დენაიერი, ოში, მანკილიო, ჯონსი, ნდონგი, დ.გიბსონი (ბორინი 65), კატერმოლი (როდუელი 84), ხაზრი (იანუზაი 77), ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლი: დე როონი (8)
გაფრთხილებები: ფრენდი, კლეიტონი, ფაბიო – ოში, დ.გიბსონი, ჯონსი
მსაჯი: მაიკლ დინი

კრისტალ პალასი – ტოტენჰემი 0:1 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, სახო (დელანი 57), კელი, შლუპი, უარდი, მაკარტური (კაბაიე 64) მილივოიევიჩი, თაუნსენდი, პანჩონი, ზაჰა, ბენტეკე (კემპბელი 81).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, დაიერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ვანიამა (სისოკო 46), დემბელე (სონი 46), ბ.დევისი, უოლკერი, ერიკსენი, ალი (ტრიპიერი 96), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: ერიკსენი (78)
გაფრთხილებები: უარდი, მილივოიევიჩი, ზაჰა – ვანიამა, უოლკერი, კეინი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122356