ჭადრაკი

0:20 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მამედიაროვმა ლიდერობა შეინარჩუნა

ქალაქ (აზერბაიჯანი) შამქირში მიმდინარე, უდროოდ გარდაცვლილი, აზერბაიჯანელი საერთაშორისო დიდოსტატის ვუგარ მამედოვის სახელობის დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთპიროვნულმა ლიდერმა შახრიარ მამედიაროვმა(აზერბაიჯანი) ბოლოადგილოსან პენტალა ჰარიკრიშნასთან (ინდოეთი) ვერაფერი გააწყო და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, ერთპიროვნული ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

ამ ტურში ყველაზე დიდხანს რვაასიანთა კლუბის წევრების უესლი სოსა(2822) და ვლადიმერ კრამნიკის(2811) შეხვედრა გამოდგა. გაიმარჯვა სომ და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

პენტალა ჰარიკრიშნა(2755, ინდოეთი)-შახრიარ მამედიაროვი(2772, აზერბაიჯანი)0.5:0.5

უესლი სო (2822, აშშ ) - ვლადიმერ კრამნიკი რუსეთი (2811, რუსეთი) 1:0

სერგეი კარიაკინი(2783, რუსეთი) - ვესელინ ტოპალოვი (2741, ბულგარეთი)1:0

პაველ ელიანოვი(2751, უკრაინა) - რადოსლავ ვოიტაშეკი(2745,პოლონეთი)0.5:0.5

თეიმურ რაჯაბოვი(2710,აზერბაიჯანი)-მაიკლ ადამსი(2761, ინგლისი) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ:

1.მამედიაროვი 3.5 ქულა

2-3.ადამსი, ელიანოვი 3.0-3.0

4-7.ტოპალოვი, სო, კრამნიკი, კარიაკინი 2.5-2.5

8-9.რაჯაბოვი, ვოიტაშეკი 2.0-2.0

10.ჰარიკრიშნა 1.5

მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი:

კრამნიკი - მამედიაროვი

ადამსი - ჰარიკრიშნა

ვოიტაშეკი - რაჯაბოვი

ტოპალოვი - ელიანოვი

სო - კარიაკინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118239