ფეხბურთი

14:30 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კავანიმ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ ჟერმენმა“ თავდამსხმელ ედინსონ კავანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც პარიზული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, ურუგვაელი „პარკ დე პრენსზე“ 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„ძალიან სასიხარულო და ემოციურია, რომ პსჟ-სთან ჩემი თანამშრომლობა გრძელდება. ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდია და აქედან წასვლის სურვილი არასდროს მქონია. ყველანაირად შევეცდები გუნდს დავეხმარო მომდევნო წლებში საკუთარი მიზნების მიღწევაში“, - თქვა კავანიმ.

ედინსონ კავანი პსჟ-ში 2013 წლის ზაფხულში „ნაპოლიდან“ 59 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და დღემდე ფრანგული გუნდის რიგებში ჩატარებულ 192 მატჩში 125 გოლის გატანა შეძლო. ხსენებულ დროში მან 11 ტიტულის მოგებაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109798