კალათბურთი

22:33 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" ნბა-ს რეკორდი გაიმეორა

"გოლდენ სტეიტმა" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის რეკორდი გაიმეორა. "მეომრებმა" "პორტლენდი" 128:103 დაამარცხეს. "ოქროს შტატელებმა" პირველ პერიოდში 45 ქულა ჩააგდეს, რაც ნბა-ს რეკორდის გაიმეორა.

ნბა-ს პლეი-ოფებში პირველ პერიოდში "გოლდენ სტეიტივით" 45 ქულა კიდევ სამ გუნდს აქვს ჩაგდებული "ლეიკერსი" (1985), "დალასი" (1986), "ჰიუსტონი" (2015).

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

0.115346