ფეხბურთი

21:02 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ბეილი ერთი თვით გამოაკლდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი ლაზარეთს დაუბრუნდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კუნთის ტრავმის გამო უელსელი ფეხბურთელი მოედანზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა. შესაბამისად, გაუცდება ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური მატჩი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.

ბარეტ ბეილმა ტრავმა “ბარსელონასთან” მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. აღსანიშნავია, რომ გარეტს იგივე დაზიანება მანამდეც აღენიშნებოდა და კატალონელებთან გაიღიზიანა, რის გამოც, 4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

0.113635