ფეხბურთი

20:23 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელები უზბეკეთს უმასპინძლებენ

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2-4 მაისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უზბეკეთის თანატოლთა ნაკრებთან. ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელიც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 ფეხბურთელი, რომელიც შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 28 აპრილიდან დაიწყებს:

დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), პაატა კიტეიშვილი (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ალექსანდრე შეწირული (ლოკომოტივი), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნიკოლეიშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112629