ფეხბურთი

14:15 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რამოსის გაძევებას აპროტესტებს

მადრიდის “რეალი” სერხიო რამოსის წითელ ბარათს გაასაჩივრებს და ფეხბურთელის დისკვალიფიკაციისგან არიდებას ეცდება. რამოსი “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ლიონელ მესისთან უხეშობის გამო გააძევეს, მაგრამ სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს მსაჯის გადაწყვეტილება შეცდომად მიაჩნიათ.

“მესიმ გააფორმა – მე მას არც შევხებივარ. არასდროს მიცდია განზრახ ფეხბურთელის დაზიანება”, - თქვა რამოსმა.

თუ სერხიო რამოსს წითელი ბარათი ძალაში დაუტოვეს, მაშინ იგი ორ მატჩს გამოტოვებს “დეპორტივოსა” და “ვალენსიას” წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127611