ფეხბურთი

1:20 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაილ უოლკერი ლამის შემცვლელად

ინგლისური “ტოტენჰემის” მარჯვენა მცველით კაილ უოლკერით “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან, თუმცა გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა უკვე გაიარა შემოწმება “ბაიერნში”, სადაც მას ლამის შემცვლელად მოიაზრებენ.

26 წლის მოთამაშის გუნდიდან შესაძლო გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად მისი ხელფასი სახელდება. უოლკერი “ტოტენჰემში” კვირაში 70 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, მისი გადაბირებით დაინტერესებული კლუბები კი მზად არიან, მეტი შესთავაზონ.

უოლკერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097532