კალათბურთი

16:21 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა

21-23 აპრილს თელავში 2004-2007 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ტურნირში თელავის 2 გუნდთან ერთად იასპარეზეს ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს წარმომადგენლებმა.

გათამაშების ფორმატის თანახმად 5 გუნდი ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი, რომლებმაც გამარჯვებული 1 წრის თავზე გამოავლინეს. ტურნირის ფინალური მატჩები 23 აპრილს გაიმართა და პრიზიორი გუნდებიც გამოვლინდნენ.

თელავში ფინალურ მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული გახდა თლავის პირველი გუნდი, მეორე ადგილი ახმეტელებს ერგოთ, ხოლო მესამეზე თლავის მეორე გუნდი გავიდა. პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, ფედერაციის გამგეობის წევრმა გივი ბიჭიაშვილმა, საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო იაგორაშვილმა დააჯილდოვეს.

ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. საუკეთესო მოთამაშე გახდა თლაველი კახა იაგორაშვილი, რომელსაც პრიზი თლავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ხელმძღვანელმა გურამ გურაბანიძემ გადასცა. გამოვლინდა პრინლინგის შეჯიბრის გამარჯვებული, რომელიც გახდა ანდრია ძამუკაშვილი. პრიზიორი დააჯილდოვა ორგანიზაცია YMCA-ის ხელმძღვანელმა ლევან აბრამიშვილმა. ჩატარდა კონკურსი 3-ქულიან სროლებში, რომლის გამარჯვებული კახა იაგორაშვილი გახდა. პრიზიორი მიკროსაფინანსო კომპანია „ფინაგროს“ დირექტორმა ლევან ბოდაველმა დააჯილდოვა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169386