თამაშგარე

13:55 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეჩოგნე ქალები ბიუსჰალტერების წინააღმდეგ

უკვე მრავალი წელია, რაც აქტიურად საუბრობენ ქალი სპორტსმენების ამუნიციის მოუხერხებლობასა და უხარისხობაზე. განსაკუთრებით კი აქცენტი კეთდება ე.წ. სპორტულ ბიუსჰალტერებზე, რომლებიც ბევრი სპეციალისტის აზრით ყველაფერია სპორტულის გარდა და არათუ იცავს ქალის მკერდს დაზიანებისაგან, არამედ უარესი – თავადაა დაავადების (როგორც წესი სიმსივნის) გამომწვევი.

მსოფლიოში მიმდინარე ერთგვარ ანტიბიუსჰალტერულ კამპანიას ჭეშმარიტად ომახიანად შეუერთდნენ რუსი მეჩოგნე ქალები. რამდენიმე ათეულმა ჩოგბურთელმა საჯაროდ დაგმო ამ ტიპის ამუნიცია და პირობა დადო, რომ არც ვარჯიშზე და არც შეხვედრისას, მათ მკერდს ბიუსჰალტერი არ გაეკარება და სხვებსაც მათი მიბაძვისაკენ მოუწოდებენ.

რთული სათქმელია ეს ყველაფერი როგორ აისახება ქალი სპორტსმენების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, მაგრამ ის კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბიუსჰალტერო მეჩოგნე ასულები კორტებზე გულშემატკივრების დასწრებას ნამდვილად გაზრდიან. ოღონდ, რის ხარჯზე გაიზრდება მაყურებელთა რიცხვი – მაგას ნუ გვკითხავთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1318