ფეხბურთი

13:10 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე: "უმჯობესია, მანჩესტერული დერბი მსაჯის გარეშე ჩატარდეს"

„მანჩესტერ სიტის“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე მსაჯებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მანჩესტერული დერბი არბიტის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ აფრიკელმა ფეხბურთელმა ლონდონის „არსენალთან“ ინგლისის ასოციაციის თასზე მარცხის შემდეგ ისაუბრა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და სამწუხაროა, რომ მსაჯები ცდებიან. ტელევიზიებში ჩვენი სიმართლის დასტური კადრები გადის“, - ამბობს მსაჯობით გაბრაზებული ტურე - „იმედია, მანჩესტერულ დერბიში საუკეთესო მსაჯს დანიშნავენ ან საერთოდ, უმსაჯოდ ვითამაშებთ. მე მეორეზე ვაკეთებ არჩევანს“, - დასძინა იაიამ.

მანჩესტერული დერბი 27 აპრილს, თბილისის დროით 23:0 საათზე დაიწყება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია - „სიტის“ 64 ქულა აქვს, „იუნაიტედს“ 63 და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111815