ფეხბურთი

21:30 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "ახლანდელი იუვენტუსი" მოურინიოს "ინტერზე" ძლიერია"

ტურინის „იუვენტუსი“ დამაჯერებელ სეზონს ატარებს და იტალიური მედია ბოლო პერიოდში ხშირად ახდენს მასიმილიანო ალგერის ფორმაციისა და 2010 წლის „ინტერის“ შედარებას. იმ „ინტერის“, რომელმაც 2009-2010 წლების სეზონში ლეგენდარული ჰეთ-თრიქი შეასრულა.

არიგო საკის სიტყვებს აპენინზე დიდი ფასი აქვს და სწორედ ამიტომ ადგილობრივი მედიის წარმოამდგენლები აქტუალურ თემაზე ხშირად ეკითხებიან. საკიმაც წლევანდელი „იუვე“ და 7 წლის წინანდელი „ინტერიც“ ერთმანეთს სიამოვნებით შეადარა:

„ჩემი აზრით, ეს „იუვენტუსი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე 2010 წლის „ინტერი“ – „ბებერი ქალბატონი“ ყველაფერს თანმიმდევრობით აკეთებს და ერთი ნაბიჯით წინაა“, - უთხრა საკიმ Radio Deejay-ს.

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო პარალელურად იტალიის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული.

0.111729