ფეხბურთი

19:17 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგაში მესამე ტურის მატჩები გაიმართა

22 -23 აპრილს, თბილისის ლიგის მესამე ტურის მატჩებს “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებმა უმასპინძლა. მესამე ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის ლიდერობა სეუ-მ შენარჩუნა, რომელმაც ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ნახალოვკა“ 5:1 დაამარცხა. პირველი სამი ქულა მოიპოვა გასული სეზონის ჩემპიონმა „ კვარტალმა“, რომელმაც დებიუტანტ ტტც -სთან 4:2 იმარჯვა. დანარჩენი შეხვედრები კი დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა - ორი გაძევება, თერთმეტმეტრიანები, ბევრი ლამაზი გოლი და ემოცია.

ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „კვარტალის“ თავდამსხმელი ალექსანდრე კაიდარაშვილი გახდა, რომელიც ტტც -სთან შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გამოირჩა.

მესამე ტურის შემდეგ, ახალი ლიდერი ჰყავს პირველ ლიგას -„დადიანი“, რომელმაც „თბილისი სითი“ 8:2 დაამარცხა. ცენტრალური შეხვედრა „თ.ს სასამართლოსა“ და „გლდანის“ დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც „სასამართლომ“ 4:1 იმარჯვა.

პირველი ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი „ბასიანის“ ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ ხარჩილაძე გახდა, რომელმაც „ინტექსთან“ შეხვედრაში 2 გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.259863