კალათბურთი

14:56 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ავადმყოფობის გამო “პორტლენდთან” მორიგ დაპირისპირებაში გუნდთან ერთად ვერ იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კერის ავამყოფობაში კონკრეტულად რომელი დაავადება იგულისხება, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კერიმ შარშანდელი რეგულარული სეზონის 43 შეხვედრა გამოტოვა, მაშინ 51 წლის სპეციალისტმა ზურგზე ოპერაცია გაიკეთა.

"გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფში "პორტლენდს" 3:0 ამარცხებს, ამ გუნდებს შორის სერიის მეოთხე მატჩი პორტლენდში 25 აპრილს, თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111135