სხვა

13:54 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების დუელში კილი დაწინაურდა (+VIDEO)

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის პირველიმატჩები გაიმართა. გერმანიის კილმა 28-26 დაამარცხა ბარსელონა, მეორე გერმანულმა კლუბმა, ფლენზბურგმა შინ 24-26 წააგო მაკედონიის ვარდართან, უნგრეთის ვესპრემმა დაამარცხა საფრანგეთის მონპელიე, 26-23, ხოლო პარი-სენ ჟერმენმა სტუმრად მოუგო უნგრთის ვესპრემს - 30-27. ამ კვირაში საპასუხო მატჩებია.

კაცები. მეოთხედფინალის პირველი მატჩები, მიმოხილვა:

http://www.ehftv.com/int/video/2017-04-23-rewind-episode-17

თასის ცხრაგზის მფლობელი, ბარსელონა (ბოლო ტიტული გუნდმა 2015 წელს მოიპოვა) და სამგზის გამარჯვებული, კილი (2012) ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მეოთხედფინალში. შარშან კილმა მოიგო (29-24, 30-33) და წლეულსაც უპირატესობა აქვს პირველი მატჩის შემდეგ, ოღონდ - მხოლოდ ორბურთიანი. კილის სერბმა მარჯვენა ინსაიდმა, მარკო ვუინმა 10 გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 28-26 მოიგო.

ლიგის 2014 წლის გამარჯვებული, გერმანიის ფლენზბურგი, საკუთარ მოედანზე, მეორე ტაიმის დასაწყისში 9-16 აგებდა სკოპიეს ვარდართან, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ ჩამორჩენა ორამდე შეამცირა, რაც საპასუხო მატჩში შანსებს უტოვებს - 24-26. ლიგის მეოთხედფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ფლენზბურგი ბერლინშიც დამარცხდა და ბუნდესლიგის ლიდერობა დაკარგა: დასრულებამდე 8 ტურით ადრე 1 ქულით ჩამორჩა რაინ ნეკარს.

შარშანდელ ფინალისტს, უნგრეთის ვესპრემს სამბურთიანი უპირატესობა აქვს მონპელიესთან (26-23), ხოლო მეორე უნგრულ-ფრანგულ წყვილში პარი სენ-ჟერმენი ასევე სამი ბურთით წინაა სეგედთან (30-27), და, თანაც, საპასუხო მატჩი შინ აქვს.

ქალთა ტურნირზე გაიმართა ნახევარგინალების წილისყრა. გუნდები ისე ზუსტად ისე დაწყვილდნენ, როგორც შარშან - 6 მაისს ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე ითამაშებენ მონტენეგროს ბუდუჩნოსტი - უნგრეთის დიორი, რუმინეთის ბუკურეშტი - მაკედონიის ვარდარი. ფინალი 7 მაისსაა.

ქალები. ფინალური ოთხეულის წარდგენა:

http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-tippmix-ehf-final4-preview-show

--

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები

მეოთხედფინალის პირველი მატჩები. 22-23 აპრილი

ფლენზბურგი (გერ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 24-26 (საპასუხო 27.04)

იაკობსონი 6, ლაუგე 4 - ცინდრიჩი, დიბიროვი, დუიშებაევი 5

ვესპრემი (უნგ) - მონპელიე (საფ) 26-23 (30.04)

ნადი, პალმარსონი 6, ილიჩი 4 - პორტი 5, ფაბრეგასი, დოლენეცი 4

სეგედი (უნგ) - პსჟ (საფ) 27-30 (29.04)

როდრიგესი 6, ბალოგი 5 - ჰანსენი, ნ. კარაბატიჩი 7, გენსჰაიმერი 6

კილი (გერ) - ბარსელონა (ესპ) 28-26 (29.04)

ვუინი 10, ეკბერგი 6, ვინჩეკი 4 - ენტრერიოსი 4

--

ქალები. ფინალური ოთხეული, 6-7 მაისი, ბუდაპეშტი

6 მაისი, ნახევარფინალი. ბუდუჩნოსტი-დიორი, ბუკურეშტი-ვარდარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117714