ჩოგბურთი

16:27 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაფა რეიტინგში მეხუთეა

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მონტე-კარლოს გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა მეშვიდე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა, პირველი ოთხეული უცვლელი დარჩა.

ბელგიელმა დავიდ გოფინმა სამი საფეხურით წინ წაიწია და მეათე ადგილზე გადაინაცვლა. მონტე-კარლოს ფინალისტმა რამოს ვინოლასმა ხუთი ადგილით წინ გადაინაცვლა და მეცხრამეტეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 59-ე ადგილიდან 61-ზე გადაინაცვლა.


1. ენდი მარეი – 11 690 ქულა
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 8085
3. სტანისლას ვავრინკა – 5695
4. როჯერ ფედერერი – 5125
5. რაფაელ ნადალი – 4235
6. მილოშ რაონიჩი – 4165
7. კეი ნიშიკორი - 4010
8. მარინ ჩილიჩი – 3565
9. დომინიკ ტიმი – 3385
10. დავიდ გოფინი – 2975

61. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 811

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121014