ფეხბურთი

13:50 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "კარიერის მატჩს ველით, მაგრამ თავს ნუ გავიმართლებთ"

გურამ კაშიას "ვიტესმა" შინ 0:2 წააგო "ფეიენოორდთან" და ქართველმა კაპიტანმაც შეუცვლელად ითამაშა. 30 აპრილს როტერდამში ჰოლანდიის თასის ფინალი გაიმართება: "ვიტესი"-"ალკმაარი". მთელი არნემი ამ შეხვედრის მოლოდინშია, რადგან მათ საყვარელ კლუბს ჰოლანდიის თასი არასოდეს მოუგია და არც ჩემპიონი გამხდარა.

კაშიამ განაცხადა, რომ თასის ფინალისადმი მოლოდინი არ ამართლებს "ფეიენოორდთან" სუსტ თამაშს:

"როტერდამელებმა უკეთ ითამაშეს. ისინი უფრო სწრაფად ირჯებოდნენ, იგებდნენ ორთაბრძოლებს. უბრალოდ, ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, გუნდურად არაფერი გამოგვდიოდა. არ შეიძლება, მიზეზად მხოლოდ თასის ფინალი დავასახელოთ. და მაინც, სწრაფად უნდა დავივიწყოთ "ფეიენოორდთან" მატჩი, რადგან 30 აპრილს წლის უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. შესაძლოა, მთელი კარიერის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მატჩიც კი... მოსამზადებლად მთელი კვირა გვაქვს".

0.115643