თამაშგარე

18:25 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატუმრავალი კლაუდია

იტალიაში, როგორც ჭეშმარიტად სამხრეთის ქვეყანაში ჭორები და მითქმა-მოთქმა ნამეტანავად უყვართ და ცნობილ ადამიანებზე და მათ ცოლებზე ბულვარული მედიის წყალობით ყველამ ყველაფერი იცის. ასეთ დროს, “რომას” ბელგიელი ფეხბურთელის, რაჯა ნაინგოლანის ცოლი აბა ვის გამორჩებოდა?...

რაჯას ცოლი, კლაუდია ნაინგოლანი, რომლიც ფესვებით ერთბაშად რამდენიმე ერის შვილია, გულით სამშობლოზე დარდსა და ფიქრს ატარებს თუ არა – ეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ის კი ჭეშმარიტად ვიცით, რომ სხეულით მრავალ ტატუს დაატარებს და სწორედ მის ტატუმრავლობაზეა დიდი ქირქილი და ხორხოცი.

როგორც აპენინებზე ამბობენ, რაჯას ცოლის ტატუების ერთი ნაწილი საჯაროდაა გამოფენილი და მას ყველა მონდომებული და თვალებდაჭყეტილი მამრი ნახულობს, მაგრამ ტატუთა უმეტესობა დაფარულ ალაგებზეა და აი სწორედ მათი ნახვაა მთავარი გამოწვევა. ტატუებთან მისასვლელ გზაზე რაჯაა აყუდებული და თუ ბიჭი ხარ გადალახე აბა ამ ბელგიელი ჯეელის ბარიერი...

0.158545