ფეხბურთი

12:27 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესის 500 გოლი “ბარსელონაში”

კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა ლიონელ მესიმ “ბარსელონას” შემადგენლობაში საიუბილეო მეხუთასე გოლი გაიტანა. ამ ნიშნულს მან მადრიდის “რეალის” კარში შესრულებული დუბლის შედეგად უწია.

მესის, რომელიც ბარსას რიგებში 2004 წლიდან თამაშობს, 343 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში, 94 ჩემპიონთა ლიგაში, 43 ესპანეთის თასზე, 12 ესპანეთის სუპერთასზე, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 3 ევროპის სუპერთასზე აქვს გატანილი.

“რეალთან” მატჩი კი, “ბარსელონამ” 3:2 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145608