კალათბურთი

12:02 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდი” მეოთხედფინალში გავიდა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” გასვლაზე “ინდიანა” 106:102 დაამარცხა, სერია 4:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც “ტორონტო”-“მილოუკის” დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩის ბოლო წუთებზე “ინდიანა” 102:100 წინ გავიდა, მაგრამ ინდიანაპოლისელებმა მეტი ქულის ჩაგდება ვეღარ მოახერხეს, თვითონ კი კალათში ექვსი ქულა მიიღეს. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 33 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. “ინდიანაში” 22 ქულით სტივენსონი გამოირჩა.

“ჰიუსტონმა” გასვლაზე “ოკლაჰომა” 113:109 დაამარცხა. სერიაში ტეხასელები 3:1 დაწინაურდნენ. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ჰიუსტონმა” 40:32 მოიგო, ბოლო წამებში “ოკლაჰომა” იბრძოდა, ჯარიმებს იღებდა, მაგრამ საბოლოოდ უშედეგოდ. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 35 ქულა, 14 მოხსნა და ამდენივე პასი. “ჰიუსტონში” მოულოდნელად სუპერ მატჩი ჩაატარა ბრაზილიელმა ცენტრმა ნენე ჰილარიომ, რომელმაც გუნდს 28 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. ჰარდენს მხოლოდ 16 ქულა ჰქონდა.

“ჩიკაგომ” შინ “ბოსტონთან” 95:104 წააგო სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მატჩის სტარტზევე ბოსტონელები დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა უპირატესობას ფლობდნენ. 33-33 ქულით “ბოსტონში” აიზეა ტომასი და “ჩიკაგოში” ჯიმი ბატლერი გამოირჩნენ. სერიის მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს ბოსტონში თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

“იუტამ” შინ “კლიპერსს” 105:98 აჯობა. “ჯაზმენებმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “იუტამ” 28:18 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჯო ჯონსონმა ჩააგდო. “კლიპერსში” 27 ქულით, 12 პასით და 9 მოხსნით კრის პოლი გამოირჩა. “იუტას” ძირითადი ცენტრი რუდი გობერი დაუბრუნდა და ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 13 მოხსნა. სერიის მომდევნო შეხვედრა ლოს ანჯელესში 26 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

“ინდიანა” – “კლივლენდი” 102:106 (24:22, 28:36, 25:30, 25:18) VIDEO

“ოკლაჰომა” – “ჰიუსტონი” 109:113 (26:22, 32:32, 19:19, 32:40) VIDEO

“ჩიკაგო” – “ბოსტონი” 95:104 (18:30, 28:27, 24:22, 25:25) VIDEO

“იუტა”- “კლიპერსი” 105:98 (24:26, 31:26, 22:28, 28:18) VIDEO

0.121259