ფეხბურთი

4:00 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ბენტეკემ ყოფილ გუნდზე შური იძია

პრემიერლიგის არასრული 34-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “ბარნლის” დაუპირისპირდა, ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

“წითელმა ეშმაკებმა” ყველაფერი საწყის 45 წუთში გადაწყვიტეს: 21-ე წუთზე ანდერ ერერას მშვენიერი გადაცემა ანტონი მარსიალმა გამოიყენა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე ფრანგი შემტევის აქტიურობას უეინ რუნის გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში “იუნაიტედი” შედარებით დაწყნარდა და შეტევებით თავი აღარ მოუკლავს, ხოლო მასპინძლებმა 90 წუთის განმალობაში დე ხეას კარის მიმართულებით ზუსტად ვერ დაარტყეს და სტუმრებმა 3 ქულა მშვიდად მოიპოვეს – 0:2.

“ლივერპული” “ენფილდ როუდზე” პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “კრისტალ პალასს” დაუხვდა, მოულოდენლად დამარცხდა და საკუთარი ამოცანა ძალიან გაირთულა. მასპინძელთათვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და 24-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ შესანიშნავი ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ ტაიმის ბოლოს კრისტიან ბენტეკე იოჰან კაბაიეს კარის გასვრივ გაკეთებულ პასს გამოეხმაურა და ორიოდე მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მერსისაიდელები ბურთს დიდხანს ფლობდნენ, თუმცა ხიფათის შექმნა უჭირდათ და ჰენესის კარის მიმართულებით ბურთი საერთოდ არ წასულა. ბევრი საქმე მინოლესაც არ ჰქონია, მასაც სულ ერთხელ დაურტყეს მეორე ნახევარში და ისიც გატანილი გოლით დასრულდა: 74-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა, ყოფილ კლუბს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დააკარგვინა და შესაძლოა, ამ მარცხის გამო “ლივერპული” ოთხეულს მიღმა დარჩეს – 1:2.

ამ გამარჯვებით "კრისტალ პალასმა" 38 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილამდე აღზევდა და გასავარდნ ზონას 7 ქულით გაუსწრო.

ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:2)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი (ტარკოვსკი 46), კინი, ლოუტონი, უარდი, ჰენდრიკი, ბარტონი, ბრედი, ბოიდი (გუდმონდსონი 62), ა.გრეი, ბარნესი (აგიეი 75).
მწვრთნელი: სეან დიჩი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ბლინდი, ბაილი, იანგი, დარმიანი, ერერა, პოგბა (კერიკი 90), ფელაინი, რუნი, ლინგარდი (რეშფორდი 70), მარსიალი (მხიტარიანი 80).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 მარსიალი (21), 0:2 რუნი (39)
გაფრთხილებები: ლოუტონი, ჰენდრიკი – რუნი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ლივერპული – კრისტალ პალასი 1:2 (1:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი (ალექსანდერ-არნოლდი 79), მატიპი, მილნერი (მორენო 82), კლაინი (გრუიჩი 84), ლეივა, ჩანი, ვეინალდუმი, კოუტინიო, ორიჯი, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ტომკინსი, კელი, უარდი, შლუპი, მილივოიევიჩი, კაბაიე (დელანი 83), ზაჰა (ვან აანჰოლტი 78), პანჩონი, თაუნსენდი, ბენტეკე (კემპბელი 88).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 კოუტინიო (24), 1:1, 1:2 ბენტეკე (42; 74)
გაფრთხილებები: გრუიჩი – ბენტეკე, მილივოიევიჩი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.219307