კალათბურთი

10:20 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 16 და ბურჯანაძის 9 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXX ტურში ქართველების „მორაბანკ ანდორამ“ საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადა“ ადვილად, 96:78 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში რაღა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი დაიდეს ქართველმა კალათბურთელებმა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21:58 წუთიც გაატარა, ხსენებულ დროში გიორგიმ საკუთარ გუნდს 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შერმადინმა ცხრიდან ხუთი ორქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია, რაც აღნიშნულ მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს - იგი სასტარტოში არ ყოფილა და მხოლოდ 12:29 წუთი ითამაშა. ამ დროში ბურჯანაძემ 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი გაახერხა. ბექამ ორქულიანი ორიდან ორი ჩააგდო, საჯარიმოებიც იგივე მაჩვენებლით ისროლა, ხოლო სამქულინით ბედი ორჯერ სცადა და მიზანს ერთხელ უწია. მარგი ქმედების კოეფიციენტს რაც შეეხება - 9.

„მორაბანკ ანდორას“ 28 თამაშში 15 მოგების წილ 13 წაგება აქვს და მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123882