ფეხბურთი

15:51 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შედეგიანი სერია A

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი თავდამსხმელების შედეგიანობით გამოირჩევა. ჯერ სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე ექვსმა ფეხბურთელმა შეძლო და მინიმუმ 20 გოლი გაიტანა. ეს შესაძლოა სხვადასხვა ჩემპიონატებისთვის არაფრით გამორჩეული ამბავი იყოს, მაგრამ კალჩოში ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ. მეტიც, ბოლოს ასეთი რამ, 1997-1998 წლების სეზონში მოხდა.

ამ დროისთვის 25-25 გოლი აქვთ ანგარიშზე ანდრეა ბელოტისა და ედინ ჯეკოს, მაურო იკარდის – 24, გონსალო იგუაინს – 23, დრის მერტენსს – 22, ხოლო ჩირო იმმობილეს – 20.

რაც შეეხება ზემოხსენებულ 1998 წლის სეზონს – მაშინ ოლივერ ბირჰოფმა სეზონში 27, რონალდომ 25, რობერტო ბაჯომ 22, გაბრიელ ბატისტუტამ და ალესანდრო დელ პიერომ 21-21, ხოლო ვინჩენცო მონტელამ 20 გოლი გაიტანეს.

საერთოდ კი, ისტორიაში უფრო ღრმად თუ ჩავიხედებით, აღმოვაჩენთ, რომ სერია A-ს ერთ სეზონში 20 გოლზე მეტი მინიმუმ ექვსმა ფეხბურთელმა სულ სამჯერ გაიტანა: 1949-1950, 1950-1951 და 1997-1998 წლების სეზონში.

დღემდე მოქმედი რეკორდი კი, 1949-1950 წლების სეზონზე მოდის, როდესაც 20 გოლს ერთბაშად ცხრა ფეხბურთელი ასცდა.

თეგებისერია A
0.118607