ჭადრაკი

17:02 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა  ლიდერთა  შორისაა

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა და სოფიკო გურამიშვილი მონაწილეობენ მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.

ამ ტურამდე ჯობავა ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა. მე-5 ტურში ლიდერთა ჯგუფის ყველა წარმომადგენელმა ყაიმი გააკეთა. რაც შეეხება ჯობავას, მან შეძლო ჰანეს სტეფანსონის(ისლანდია) დამარცხება, 4.5 ქულა დააგროვა და ცხრა მოჭადრაკესთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

რაც შეეხება გურამიშვილს, იგი ამჯერად ყაიმს დასჯერდა, რომელიც ალექსანდრ ბელიავსკის(სლოვენია) დაუზავდა, 3.5 ქულა დააგროვა და 53 ადგილზე იმყოფება.

მე-5 ტურში ჯობავა გუჯრათ ვიდით სანტოშს(ინდოეთი), ხოლო გურამიშვილი ჰანეს სტეფანსონს ეთამაშება.

0.112726