ფეხბურთი

14:11 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "ბარსელონას" მადრიდში გაყვება

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ნეიმარი გუნდთან ერთად მადრიდში წავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია Tmw-მ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სამხრეთამერიკელი სამი მატჩით დასაჯა, "ბლაუგრანამ" გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ბრაზილიელს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს. შესაბამისად, იგი განაცხადს მიღმა დარჩა.

მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 23 აპრილს მიიღებს და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. კატალონიელები "სამეფო კლუბს" სამი ქულით ჩამორჩებიან, ზინედინ ზიდანის შეგირდებს კი ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.111124