კალათბურთი

11:21 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას უქულო მატჩი და გამარჯვება პორტლენდში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “პორტლენდი” 119:113 (VIDEO) დაამარცხა და სერიაში 3:0 დაწინაურდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ფაჩულიამ შეხვედაში ვერც ერთი ქულა ვერ აიღო, ზაზამ ოთხივე ორქულიანი ააცილა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 მოხსნა, 1 პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა.

რაც შეეხება უშაულოდ შეხვედრას ბოლო წუთებში სტეფ კარის შორეულმა სროლებმა ყველაფერი გადაწყვიტა. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. “პორტლენდში” 31 ქულით ლილარდი გამოირჩა.

სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ პორტლენდში გაიმართება, მატჩი 25 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114792