ისტორია

9:40 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

23 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1946 - დაიბადა ანატოლი ბიშოვეცი. 1960-70-იან წლებში კიევის “დინამოს” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1988 წელს წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც თამაშების ჩემპიონი გახდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904 - ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” მაშინდელი პერიოდისთვის სარეკორდო თანხად, 750 გირვანქად “გრიმსბი თაუნისგან” ჩარლი რობერტსი იყიდა. რობერტსი 8 სეზონი იყო მანჩესტერელთა კაპიტანი და “წითელ ეშმაკუნებთან” ერთად 1908 და 1911 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1909 წელს “ოლდჰემ ატლეტიკში” გადავიდა, თუმცა, მისი საფეხბურთო კარიერა, პირველმა მსოფლიოს ომმა შეწყვიტა.

1904 - “მანჩესტერ სიტიმ” პირველი ტიტული მოიპოვა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში “ქალაქელებმა” “ბოლტონ უონდერერზს” 1:0 მოუგეს.

1921 - ამერიკელმა მძლეოსანმა ჩარლზ პედოკმა 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (10,4 წამი).

1924 - ლონდონის საფეხბურთო სტადიონ “უემბლიზე” ბრიტანეთის იმპერიის გამოფენა გაიხსნა.

1927 - ლონდონის “უემბლიზე” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი რამდენიმე მომენტით გახდა აღსანიშნავი. ეს იყო პირველი ფინალი, რომლის პირდაპირი რადიორეპორტაჟი გადაიცა. კომენტატორი კი ის ჯორჯ ელისონი იყო, რომელიც 8 წლის შემდეგ მწვრთნელის რანგში გაუძღვა თასის ფინალში ლონდონურ “არსენალს”. 1927 წელს კი თასის მფლობელი ჯერჯერობით ერთადერთი არაინგლისური გუნდი გახდა – საპატიო პრიზი უელსურმა “კარდიფ სიტიმ” მოიპოვა. მან 1:0 დაამარცხა “არსენალი”, გოლი კი ჩრდილოლონდონელთა უელსელმა მეკარემ დენ ლუისმა კურიოზული გაუშვა. მას უკვე დაჭერილი ბურთი ხელიდან გაუსხლტა და კარში შეგორდა. მოგვიანებით უელსელმა მეკარემ უზუსტო თამაში ახალ სვიტერს დააბრალა.

1933 - ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში, “ლესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა, ადამ ბლექმა “სანდერლენდის” კარის აღება საკუთარი გუნდის მოედნიდან შესრულებული დარტყმის შედეგად შეძლო.

1943 - დაარსდა “ნანტი”.

1945 - ჩატარდა ბოლო მატჩი ფაშისტურ გერმანიაში. კაპიტულაციამდე ორიოდე კვირით ადრე მიუნხენში ერთმანეთის პირისპირ “ბაიერნი” და “მიუნხენ 1860” წარსდგნენ.

1977 - ჩეხოსლოვაკიელმა დიდოსტატმა ვლასტიმელ ჰორტმა ერთდროული თამაშის სეანსი 201 დაფაზე ჩაატარა და მხოლოდ 10 შეხვედრა წააგო.

1986 - ნელი კუმანმა დახურულ დარბაზში, 60 მ დისტანციაზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7 წამი).

1986 - ალექსანდრე ჩივაძემ საბჭოთა ნაკრების ზედიზედ მეორე მატჩში ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ეს ბუქარესტში რუმინეთთან მოხდა (მატჩი რუმინელებმა 2:1 მოიგეს). 26 მარტს კი ნაკრების ქართველმა კაპიტანმა პენალტი თბილისში, ინგლისის ეროვნულ გუნდთან შეხვედრისას გააცუდა (ასპარეზობა ბობი რობსონის გაწვრთნილმა ალბიონელებმა 1:0 მოიგეს).

1988 - უნგრელმა კაროლინა ჟაბომ, 25 კმ-სა (1:29:30) და 30 კმ-ზე (1:47:06) სირბილში მსოფლიოს რეკორდები დაამყარა.

1989 - ფორმულა-1-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი ბრაზილიელმა აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო.

1989 - ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიმ აბდულ ჯაბარმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა.

1991 - რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის, ბიორნ ბორგის კორტზე დაბრუნების ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი ჰორდი არესესთან 2:6, 3:6 დამარცხდა.

2001 - სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის ხასიმ რაჰმანმა ლენოკს ლუისი ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2006 - ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, “ბრედას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სეს ლოკი გადააყენეს.

2007 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ გამოთქვა. საპრეზიდენტო მარათონში მისი კონკურენტები ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) და მამუკა კვარაცხელია იყვნენ.

2008 - კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცის ფიბამ ნბას წესის მსგავსად სამწამიანი ზონის კალათიდან 6 მეტრისა და 75 სმ-ის დისტანციამდე გაზრდა (წინა დისტანცია 6.25 მეტრია) გადაწყვიტა. ეს წესი თანდათან 2010 წლიდან შევიდა ძალაში.

2011 - სტამბოლში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ლევან ჟორჟ ოლიანმა ვერცხლის, ხოლო ირაკლი ცირეკიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 90 კგ წონაში მესამე ადგილზე გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, ჩემპიონი კი საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1918 - ალექსანდრე პონომარიოვი. საბჭოთა ფეხბურთელი. ფედოტოვის კლუბის წევრი. საკავშირო ჩემპიონატების 250 მატჩში გაიტანა 148 გოლი.

1933 - ვალენტინ ბუბუკინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ფორვარდი. ევროპის 1960 წლის ჩემპიონი. 1957 წელს გახდა საკავშირო თასის მფლობელი.

1941 - მარლენ პაპავა. პისტოლეტით ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1976). საბჭოთა კავშირის პირველობის ორგზის გამარჯვებული (1970, 1974). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მონაწილე.

1943 - ტონი ესპოზიტო. ჰოკეიში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ჰოკეის ეროვნული ლიგის “დიდების დარბაზის” წევრი. კარიერა გაატარა ნჰლ-ს კლუბ “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსში”.

1943 - ინიაკი საესი. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას სამჯერ ითამაშა ესპანეთის ნაკრებში, ბილბაოს “ატლეტიკთან” ერტად კი 1969 და 1973 წლებში ქვეყნის “სამეფო თასს” დაეუფლა. ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა 2002-04 წლებში. ამჟამად ესპანელების 21 წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია.

1946 - ანატოლი ბიშოვეცი. 1960-70-იან წლებში კიევის “დინამოს” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1988 წელს წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც თამაშების ჩემპიონი გახდა.

1948 - ენვერ მარიჩი. 1970-80-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრებისა და მოსტარის “ველეჟის” მეკარე. წარმოშობით ბოსნიელი. 1973 წელს დაასახელეს იუგოსლავიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს მოიპოვა იუგოსლავიის თასი.”ველეჟის” რიგებში ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის, 743 მატჩი. 1972 წელს მიიწვიეს ევროპის ნაკრებში ბრაზილიის ნაკრებთან სათამაშოდ.

1965 - დონა ვაინბრეჰტი. ციგურებით რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი.

1969 - რენატა მაუერ-როჟანსკა. პოლონელი ტყვიის მსროლელი. შაშხანით სროლაში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975 - კრისტიანი (კრისტიან კორეა დიონისიო). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “ბორდოსა” და “გალათასარაის” ფეხბურთელი.

1976 - დარენ ჰაკერბი. “ქოვენთრის,” “ლიდსის,” “მანჩესტერ სიტის,” “ნორვიჩისა” და “ნოტინგემის” ფეხბურთელი.

1977 - იონგ პიო ლი. სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებისა და პსვ-ს ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1977 - ლესლი მურხილი. შვედეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი (200 სმ).

1977 - დონატას სლანინა. ლიტვის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი (191 სმ).

1983 - Dანიელა ჰანტუჩოვა. სლოვაკი ჩოგბურთელი. ქალთა შორის მოგებული აქვს ვტა-ს 3 ტურნირი (ერთეულთა თანრიგში). ავსტრალიის ღია პირველობის 2008 წლის გათამაშების ნახევარფინალისტი. წყვილთა შორის ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობების ფინალისტია. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 6 მილიონ 147 642 დოლარი.

1985 - მაქს ვებერი. გერმანიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ბამბერგის” მსროლელი-ფორვარდი (200 სმ).

1987 - იან ვერტინგენი. “აიაქსის” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1983 - ბასტენ კრაბე. ამერიკელი მოცურავე. 400 მ-ზე ცურვაში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1995 - ჰოვარდ კოსელი. ტელეჟურნალისტი, რომელმაც პირველმა წაიყვანა კასიუს კლეის საკრივო ბრძოლის რეპორტაჟი. შემდგომში ჟურნალისტი და ლეგენდარული მოკრივე დამეგობრდნენ. 1982 წელს, ლარი ჰოლმსისა და სენდელ კობის ორთაბრძოლის შემდეგ, კოსელმა კრივის კომენტირება შეწყვიტა. კოსელის აზრით სპორტის ეს სახეობა დაუნდობელი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110391