ჭადრაკი

16:40 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ევროპის ჩემპიონია!

ის, რაც ძალიან ბევრმა ქართველმა მოჭადრაკე ქალმა ვერ შეძლო, საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ მოახერხა - ახლა უკვე ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონმა.

ბოლო ტურში ნანა რუსეთის წარმომადგენელ ნატალია პოგონინას ყაიმზე შეუთანხმდა და 8,5 ქულა დააგროვა. რადგან მისი უშუალო კონკურენტი ალექსანდრა გარიაჩკინაც ყაიმს დაჯერდა და 8 ქულა დააგროვა, ქართველი დიდოსტატი მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

Worldsport.ge ულოცავს ძაგნიძეს ამ წარმატებას და მომავალში უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.

დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105862